ტეხასის ქალაქ ოსტინში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ბოროტმოქმედს ეძებენ, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, – აღნიშნულის შესახებ CNN იტყობინება.
პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის 1 ადამიანი დაღუპულია, ხოლო 4 კი დაშავებული. ინციდენტი ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ ბართან მოხდა.
დაზუსტებით ცნობილი არ არის, რამდენი თავდამსხმელი მოქმედებს ოსტინში. პოლიციაში ინფორმაცია სროლის შესახებ ორი სხვადასხვა ადგილიდან შევიდა.