თბილისში შესაძლო აფეთქებაზე მუქარის შემცველი ინფორმაციის გავრცელების გამო, პანკისში 23 წლის ახალგაზრდა დააკავეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, ახალგაზრდამ facebook-ის საკუთარ გვერდზე მუქარის შემცველი ტექსტი და ფოტო გამოქვეყნა, რის საფუძველზეც კონტრტერორისტულმა ცენტრმა გამოძიება დაიწყო.
დაკავებული სოფელ დუისში მეუღლესთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ოჯახი მედიასთან არ კონტაქტობს.
ხეობაში ახალგაზრდას და მის ოჯახს დადებითად ახასიათებენ და დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან მის კავშირს გამორიცხავენ.