ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ზონაში იარაღი უნდა შემოსულიყო”: ვის საცემად შევიდნენ ახალაია და ქარდავა ღამით ციხეში

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე რუსთავის N1 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ტარიელ ტყემალაძე დაიკითხა. მან პროცესზე ჩვენება სად-ის მაშინდელი თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას, მისი მოადგილის ლერი ხუხიას და მე-7 დაწესებულების ყოფილი დირექტორის მეგის ქარდავას წინააღმდეგ მისცა.
როგორც ტყემალაძემ განაცხადა, ახალაია, ქარდავა და ხუხია 2006 წლის 12 იანვრის ღამეს დაწესებულებაში სპეცრაზმთან ერთად შევიდნენ და პატიმრები, მათ შორის გია გორგაძე სცემეს.
“მე 2006 წლის 8 იანვარს დავინიშნე დირექტორად. მითხრეს, რომ ამ დაწესებულებაში იყო გია გორგაძე, რომელსაც მეორე დღესვე, 9 იანვარს შევხვდი. გორგაძე ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდა. ჰქონდა მობილური ტელეფონიც. სწორედ მისგან მივიღე ინფორმაცია, რომ ზონაში იარაღი უნდა შემოსულიყო. ეს ინფორმაცია იმსახურებდა ყურადღებას და საჭიროებდა რეაგირებას, რომელზეც დეპარტამენტი მუშაობდა. ყველა ინფორმაცია არ მართლდება. კონფიდენციალურად მოუწოდებიათ ინფორმაცია, რომელიც ყალბი ყოფილა. ავტომატის გარედან ზონაში გადაგდება კი სიმძიმის გამო შეუძლებელი იყო,” – განაცხადა ტყემალაძემ.

kvira.ge

იტვირთბა....