ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩემთვის გაუგებარია, რანაირად გაჩნდა ევა გოცირიძის კანდიდატურა“

„ჩემთვის გაუგებარია, რანაირად გაჩნდა ევა გოცირიძის კანდიდატურა“ – ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრამ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

ის ამ კომენტარით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა. ხმალაძე კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრი იყო.

„მე ყველა კანდიდატისაგან ყველაზე მაღალი შეფასება მივეცი ალექსანდრე ბარამიძეს და მიმაჩნია, რომ ის იქნება ღირსეული მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში. რაც შეეხება ევა გოცირიძეს, მე რამდენადაც მახსოვს კომისიის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს შორის ევა გოცირიძე საერთოდ არ იყო. ჩემთვის გაუგებარია რანაირად გაჩნდა ეს კანდიდატურა“-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

იტვირთბა....