სან-დიეგოში შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილმა პირებმა პოლიციელებს ესროლეს. დაიჭრა ორი თანამშრომელი. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებები ქალაქის სამხრეთ რაიონში მიმდინარეობს, სადაც ინციდენტი მოხდა.
ქალაქის პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შექმნილი ვითარების გამო, ქუჩებში გასვლას მოერიდონ.
დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. როგორც გამოცემა NBC 7 იუწყება,სამართალდამცავები ცოცხლები არიან, თუმცა მათ ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.