თურქეთში მდებარე ინჯირლიკის სამხედრო ბაზასთან, რომელსაც ნატო სირიაში ჩასატარებელი ოპერაციებისთვის იყენებს, ანტიამერიკული საპროტესტო აქცია გაიმართა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა: მათ აშშ-ის დროშა დაწვეს და თურქეთის ხელისუფლებისგან ბაზის დახურვა მოითხოვეს.
ინჯირლიკის ავიაბაზაზე განლაგებულია საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავები, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში არიან ჩართული.