ახალი ამბები მთავარი

დღეს თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება

დღეს,  16:00 საათიდან 20:00  საათამდე, წყალმომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს შეუწყდება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, გაგარინის ქუჩაზე, წყალსადენის 1000 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე, ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.   სამუშაოების წარმოება მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს.   ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუაერი“ ავრცელებს და იმ უბნების სიას აქვეყნებს, რომლებსაც დღეს წყალმომარაგება შეუწყდებათ:

დიდუბის რაიონში: ლუბლიანას ქუჩის ნაწილს, ბელიაშვილის ქუჩა N40-ს.

საბურთალოს რაიონში: დიღომ-8, ჯორჯ ბალანჩინის, ამერიკის საელჩოს, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე  ობიექტებს, გუდვილის მიმდებარე ქუჩებს და ბალანჩივაძის ქუჩას.

ვაკის რაიონში: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის მიკრორაიონებს, ნუცუბიძის ქუჩას, დელისის I, II, III ქუჩებს,ზაქარიაძის, ქავთარაძის, გამრეკელის, გურიელის, მარიჯანის,  ჩიქოვანის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირს მეტრო დელისიდან მარიჯანის ქუჩამდე (N41-დან ბოლომდე და N48-დან ბოლომდე), ყაზბეგის გამზ. N 30-46, მინდელის, სანდრო ეულის და ჯიქიას ქუჩებს, ო. ჩხეიძის, გ.გეგეჭკორის, მ.ჩახავას, ე.მაღალაშვილის, ო.ლორთქიფანიძის და მ.ბარათაშვილის ქუჩებს.

მოსახლეობას წყალი ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე მიეწოდება.

იტვირთბა....