აუდიტის სამსახურმა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში იმ პრობლემებზეა საუბარი, რაც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში ხდება.
აუდიტის სამსხურის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე არსებული ობიექტების მართვას ეხება. 2014 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, იუსტიციის სამინისტროს აპარატის ბალანსზე ირიცხებოდა 2009-2010 წლებში გადმოცემული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, რომელთა დანიშნულება პასუხისმგებელი პირების განმარტებით მათთვის არ არის ცნობილი. შესაბამისად, აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ შენობა-ნაგებობების სამინისტროს აპარატის ბალანსზე არსებებობა და ფაქტობრივი საჭიროება დაუსაბუთებელია. “ჩვენი რეკომენდაციით, იუსტიციის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული შენობა-ნაგებობების მოსარგებლეთათვის გადაცემა”, – ამბობს ელენე ტუსკია.
მისი თქმით, უკვე მეორედ მოხვდა აუდიტის სამსახურის ანგარიშში იუსტიციის სამინისტროში შიდა აუდიტის სამსახურის არარსებობის საკითხი. უწყებამ 2013 წელს მიიღო დადგენილება და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს დაემატა შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თუმცა აუდიტის მიმდინარეობისას იუსტიციის სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტი ფაქტობრივად ჩამოყალიბებული არ არის. “იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შექმნა 2010 წელს მიღებული კანონის საფუძველზე დაევალა , თუმცა 2016 წელს განხორციელებული აუდიტისას აღმოჩნდა, რომ დეპარტამენტი შექმნილი არ არის. შესაბამისად ჩვენი რეკომენდაციაა შეიქმნას შესაბამისი სუბიექტი კონკურსის გზით”, – აცხადებენ უდიტის სამსახურში.
აუდიტის სამსახურის აგარიშში მოხვდა ასევე იუსტიციის სახლების აღრიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზები. 2016 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება 8 ათას 97 ლარის “დაუმთავრებელი აქტივი’’, საიდანაც 7 ათას 903 ლარის აქტივი უკავშირდება იუსტიციის სახლების მშენებლობას. რეალურად სამინისტროს მიერ ,,დაუმთავრებელ აქტივად” აღიარებული იუსტიციის სახლებზე გაწეული სამუშაოები არ წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობებს, ვინაიდან ისინი უკვე ფუნქციონირებენ სრული დატვირთვით და სახლების უმრავლესობა დარეგისტრირებულია როგორც სახელმწიფო ქონება. შესაბამისად აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, მოგვარდეს იუსტიციის სახლების აღრიცხვიანობის და რიგ შემთხვევაში უძრავი ქონების სახელმწიფო რეგისტრაციის საკითხები. აღნიშნული წინა აუდიტის ანგარიშშიც იყო დაფიქსირებული , რაც აუდიტის მიმდინარეობისას მოგვარებული ასევე არ ყოფილა.