ახალი ამბები მედია მთავარი

მორიგი ცვლილება „იმედში“: გენერალურ დირექტორს ცვლიან

ტელეკომპანია „იმედის“ არხის გენერალურ დირექტორს, გიორგი ბახტაძეს ახალი მოადგილე ჰყავს. გავრცელებული ინფორმაციით,  ამ თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილი დაინიშნა.

გიორგი კალანდარიშვილი არხის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძის უახლოესი მეგობარია. ამავდროულად ის პატარკაციშვილების ოჯახის მიერ “კორ სტანდარტ ბანკის” გაყიდვამდე ბანკის გენერალური დირექტორად იყო დანიშნული.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, კალანდარიშვილი მოგვიანებით ბახტაძეს შეცვლის და არხის გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებს.

იტვირთბა....