aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლის პრეზენტაცია გაიმართება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მცენარე ფისტას პრეზენტაცია გაიმართება თბილისში. ეს მცენარე გამოიყენება როგორც სოფლის მეურნეობის ასევე მდგრადი განვითარების მიმართულებით. კერძოდ კი გაუდაბნოებისა და ეროზიის წინააღმდეგ. ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკალია.

პრეზენტაციაზე განხილული იქნება ფისტას განვითარების პერსპექტივები საქართელოში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ფისტას ნერგები. მსურველებს შეეძლებათ რეგისტრაციის გავლა და პროექტის ფარგლებში ფისტას ნერგების მიღება.

ამ ეტაპზე მთელი საქართველოს მაშტაბით ხორციელდება კვლევა-მონიტორინგი, რომლის მიზანია გამოვლინდეს ფისტას კულტურისთვის ყველაზე ხელსაყრელი გარემო.

პრეზენტაცია 2016 წლის 28 ივლისს 20 საათზე, თბილისი მერიოტში გაიმართება- ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოში ფისტას ასოციაცია ავრცელებს.

იტვირთბა....