მსოფლიო პოპვარსკვლავი კრისტინა აგილერა, რომელიც 30 ივლის „black sea arena”-ზე კონცერტს გამართავს, უკვე საქართველოშია.
აგილერას თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში გუშინ ღამით დაეშვა. მომღერალი სასტუმრო „ჰილტონში“ დაბინავდა.
ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუკონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 50 ლარიდან იწყება.