ახალი ამბები მთავარი სამართალი

სარეცხი საშუალებების გამყალბებლები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი პროდუქტის გაყალბების ფაქტი გამოავლინა:

„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები – გადირ ახმედივი, ოქტაი მამედოვი და ალი ნურიევი საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდნენ იაფასიანი სარეცხი ფხვნილის კუსტარული წესით დამზადებას და ათავსებდნენ ცნობილი ბრენდების, PERSIL- ისა და ARIEL-ის პაკეტებში შემდგომში რეალიზაციის მიზნით.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწარმოებიდან ამოღებულია დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ გამზადებული ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, -აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

იტვირთბა....