aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

დამატებითი მატარებლის განრიგი კრისტინა აგილერას კონცერტისათვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს რკინიგზა მომღერალ კრისტინა აგილერას კონცერტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„30 ივლისს „Black Sea Arena“-ზე კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი ინიშნება. 4- ვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით გადაიყვანს მგზავრებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25, ურეკში ჩავა 14:51. ურეკიდან გამოვა 31 ივლისს 02:00 და ქ. თბილისში ჩამოვა 06:10. აღნიშნულ მატარებლებს გაჩერებები ქობულეთსა და ბათუმშიც ექნებათ.
საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!“- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომღერალი კონცერტს ურეკში 30 ივლისს 19:00 საათზე გამართავს.

იტვირთბა....