ბათუმის ცენტრალური ბულვარის პირდაპირ ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვნეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „მეტრონომს“ განუცხადეს, გარდაცვლილის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი და ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაშია გადაყვანილი. აღნიშნულ ფაქტზე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.