საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ოლიმპიური ნაკრების ფორმები მოირგეს და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ამ ჟესტით მათ წარმატება უსურვეს ქართველ ოლიმპიელებს. ფოტოები ლელი ბლაგონრავოვას ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ბრაზილიაში გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე ოლიმპიური ფიცი 39-მა ქართველმა სპორტსმენმა დადო, რომლებიც სპორტის 12 სახეობაში იასპარეზებენ. საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა ოლიმპიური ნაკრების ფორმამ გამოიწვია. ფორმამ, რომელიც „სამოსელი პირველში“ შეიკერა, უარყოფითი შეფასებები დაიმსახურა.