თავდამსხმელები, რომლებმაც საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში მდებარე ეკლესიაზე განახორციელეს თავდასხმა, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ, – ამის შესახებ, დასავლური პრესის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმის მიუხედავად, საფრანგეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას გააგრძელებს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, დანით შეიარაღებული ორი მამაკაცი ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრეში მდებარე ეკლესიაში მსახურების დროს შეიჭრა და იქ მყოფი სასულიერო პირი, ორი მონაზონი და მრევლის წევრები მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია, პოლიციამ მათი ლიკვიდაცია მოახდინა. ინციდენტის დროს ერთ-ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა.მას თავდამსხმელმა ყელი გამოჭრა.