აზერბაიჯანის ქალაქ შირვანში სამხედრო ქარხნის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აფეთქების შედეგად დაშავებულები შირვანის ცენტრალური ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე გარდაცვლილთა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ასევე უცნობია აფეთქების მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.