ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პრეზიდენტი: „არსებობს ეჭვი, პრემიერის გვერდის ავლით პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ“

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ეკა მიშველაძემ სპეციალურ ბრიფინგზე პრეზიდენტის პოზიცია გაასაჯაროვა.

ეკა მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს შეხვდა, რომელმაც პრეზიდინეტს მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები მოახსენა.

თავმჯდომარემ თავის დროზე ღია ეთერშიც აისუბრა ამ თემაზე, პროკურატურას კი გამოძიება არ დაუწყია. პრეზიდენტის აზრით, როცა ეს თემა დღეს და გუშინ არ დაწყებულა და საქმე გამოძიებული მაინც არ არის, რომ იმ პირებთან საპროცესო გარიგებები ფორმდება, რომლებიც პირად ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან კავშირში არიან,  ეს უნდობლობას აჩენს.

პრეზიდენტის  აზრით, პროკურატურას არ უნდა სჭირდებოდეს მითითება, რომ ამ საქმეების გამოძიებაა საჭირო. ამით დისკრედიტაცია ხდება  ინსტიტუტებია. ამის ნათელი მაგალითია კორცხელის გამოუძიებელი ინციდენტი.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პერიოდისთვის საჭიროა პასუხები კორცხელის ინციდენტზე. პასუხია საჭირო თუ რა კავშირი აქვს ვიცე-პრემიერს, კახი კალაძეს  კორცხელის ინციდენტთან, რადგან ის ამ თემაზე ღია ეთერებში განცხადებებს აკეთებს.

პრეზიდენტმა ოჯახის წევრთან დაკავშირებულ ინციდენტზე ჯერ კიდევ ათი დღის წინ პრემიერი და შსს იმიტომ არ ჩააყენა საქმის კურსში, რომ დახმარებას ითხოდა, არამედ იმიტომ, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში, მისი გვერდის ავლით, გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის  სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსში არ არის.  პრეზიდენტი ინსტიტუციების დამცველია.

პრეზიდენტი განსაზღვრავს, რომ ყველა თანსწორია კანონის წინაშე, მაგრამ მისი ოჯახის წევრის მიმართ პოლიტიკური ინტერესი აშკარაა, ამიტომ გამოძიებას ითხოვს.

იტვირთბა....