ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი ბურჯანაძისგანაც მიდის და პოლიტიკიდანაც

ექსკლუზიური ინტერვიუ უკვე ყოფილ პოლიტიკოსთან, ირაკლი ბათიაშვილთან

ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ბათიაშვილმა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდი დატოვა. მისი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლო მიზეზებზე  „მეტრონომი“ ირაკალი ბათიაშვილს დაუკავშირდა. როგორც მან „მეტრონომს“ განუცხადა, მთავარი მიზეზი არის ის, რომ მას არ აქვს სურვილი ჩაერთოს საარჩევნო მარათონში. ბათიაშვილის განცხადებით,  მისი ამ პროცესებში ჩართვის პოლიტიკურ მიზეზს ვერ ხედავს.

„მე დაკავებული ვარ სამეცნიერო მუშაობით და ლექციებით, წიგნის წერით და ა.შ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესები თუ მოითხოვს, ჩავერთვები, თუ ქვეყანას დასჭირდება.  ნინო ბურჯანაძესთან მაქვს ძალიან მეგობრული, შესანიშნავი ურთიერთობა, რომელიც მუდამ მექნება, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობა არ მაქვს არანაირი“ – განუცხადა „მეტრონომს“ ბათიაშვილმა.

„მეტრონომი“: თუმცა, თქვენი ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდიდან წამოსვლა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთვის ბურჯანაძის პოლიტიკური პლატფორმა მიუღებელია?

ირაკლი ბათიაშვილი: იცით, რაშია საქმე, თავის დროზე, სააკაშვილის პერიოდში, მე სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდი და ამის გამო ციხეშიც მოვხვდი. ვიყავი მისი დაუძინებელი მოწინააღმდეგე, მაგრამ შემდეგ, რაღაც პერიოდში, ეს იყო 2010-11 წლიდან სწორედ ბურჯანაძემ და სახალხო კრებამ, სადაც შედიოდნენ: ნონა გაფრინდაშვილი, ელიზბარ ჯაველიძე, რეზო ესაძე, გია ბურჯანაძე, ლუკა კურტანიძე, სოსო ჯაჭვლიანი და სხვები, ამ ძალამ იტყვირთა ფლაგმანის როლი იმ უმძიმეს პერიოდში სწორედ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ პროცესში ქალბატონმა ნინო ნურჯანაძემ მართლაც ძალიან დიდი როლი ითამაშა.

რა თქმა უნდა, მაშინ მე იმ პროცესში ვხედავდი ამ პოლიტიკურ გუნდში ჩემი ყოფნის აზრს. ახლა მართალი გითხრათ, უბრალოდ არჩევნებისთვის და პარლამენტში მოხვედრისთვის და პარლამენტის სავარძელში დაჯდომის არავითარი სურვილი არ მაქვს და აზრს ვერ ვხედავ იქ ჩემი მონაწილეობის.

მე რომ ახლა პარლამენტში არ ვიყო ნამყოფი (ორჯერ ვარ დეპუტატი, ვიყავი სხვადასხვა თანამდებობებზე), 30 წელია პოლიტიკაში ვარ და ახლა მიხედონ საარჩევნო საქმეს სხვა ადამიანებმა. თუ ქვეყანაში შეიქმნა ისეთი კრიტიკული ვითარება, რომ ჩემი გამოცდილება და ძალისხმევა იქნება საჭირო, მე ჩემი ქვეყნის სამსახურში ვიდგები ყოველთვის.

„მეტრონომი“: მომავალში თუ შეიქმნა მსგავსი სიტუაცია, სად შეიძლება გიხილოთ, რომელ პოლიტიკურ გუნდში?

ირაკლი ბათიაშვილი: შეგიძლიათ მიხილოთ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, ევროპის უნივერსიტეტში და ა.შ. სტუდენტებთან…

 

ნინო ცხადაია

იტვირთბა....