ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 16%–მა ვერ გადალახა, ეს კი დაახლოებით 6 000–მდე აბიტურიენტია, – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მაია მიმინოშვილის თქმით, ტესტის 4–ვე ვარიანტი თითქმის თანაბარი სირთულის იყო.
ზოგადი უნარების პირველად შედეგებს აბიტურიენტები 2016 წლის 26 ივნისს 12 საათზე გაეცნობიან.
მათ შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. აბიტურიენტებმა საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 9333. სატელეფონოშეტყობინების საფასური 50 თეთრია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდა მიმდინარე წელს 38 500–ზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა.