ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა სამართალი

„როგორც ჩანს, როცა თქვენ გესაუბრებით, მიკროფონს ვესაუბრები და არა ადამიანებს“

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მედია გააკრიტიკა  მისი იმ გამონათქვამების გავრცელების გამო,  რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნას ეხებოდა:

“ძალიან უხერხულია, როცა ჟურნალისტები ჟურნალისტურ ეთიკას, რესპონდენტთან ურთიერთობის ელემენტარულ წესს არღვევენ და არა მიკროფონებთან, არაოფიციალურად გამოთქმულ მოსაზრებას, გამონათქვამს ნიუსის და ოფიციალური კომენტარის სახეს აძლევენ. მგონი, ეს არანაირ სტანდარტში არ ჯდება. ეს არ იყო ოფიციალური კომენტარი, ეს არ იყო კამერებთან და მიკრიფონებთან გაკეთებული კომენტარი. ეს იყო ჩვეულებრივ, ადამიანთან გაკეთებული კომენტარი, მაგრამ, როგორც ჩანს, როცა თქვენ გესაუბრებით, უნდა ჩავთვალო, რომ მიკროფონს ვესაუბრები და არა ადამიანებს“, – მიმართა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან არაოფიციალურ გარემოში განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბრიფინგზე  შესაძლოა ზედმეტი ალკოჰოლის ზემოქმედების დროს იმყოფებოდა.

 

 

იტვირთბა....