თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლების შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, მათ საპროცესო გარიგებით უშვებენ:
„პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე დაკავებულებს საპროცესოთი უშვებენო და კი არ ვიცი მართალია თუ ტყუილი, მაგრამ ამ საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესი იმდენად მაღალია, დღესაც მორიგ სკანდალს ვისმენთ, რომ მგონი ვიმსახურებთ პროკურატურამ დეტალურად მოგვიყვეს რაში გამოიხატება თანამშრომობა.
აღიარება გასაგებია – ეს ჩვენ, დანარჩენ სამყაროს ნაკლებად გვაინტერესებს. ლეგიტიმური რწმენა ხომ ისედაც გვაქვს რომ დასაბუთებული იყო ბრალი და პროკურატურა ტყუილად არ მოითხოვდა ვინმეს პატიმრობას.
მნიშვნელოვანი აქ თანამშრომლობის ნაწილია.
ჩემთვის როგორც იურისტისთვის, მოქალაქისთვის კატეგორიულად სავალდებულოა პროკურატურამ გვითხრას:
- რაში გამოიხატა თანამშრომლობა
- პატიმრობის მიზანია ადამიანისგან მომდინარე საფრთხის განეიტრალება. შესაბამისად რით დასტურდება, რომ ხვალ ისევ არ მოხდება მათი მხრიდან მსგავისი დანაშაულის ჩადენა
- როგორ ადასტურებს, რომ ეს იყო ერთადერთი მასალა რომელიც მათ ქონდათ და აღარ წარმოადგენენ საფრთხეს
- რა მიზანი / მოტივი ქონდა მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას, რატომ ინახავდნენ, ავრცელებდნენ ფირებს?
- თავად გადაწყვიტეს აბსტრაქტული შანტაჟი და საზოგადოების დატერორება თუ ვინმე იდგა მათ უკან?
ასე 5-5 კითხვას მოგწერთ ხოლმე.
P.S. სპეკულაციებს არა ვართ.
მე მოთმინებით ველოდები ამ საქმეებზე ძიების დასრულებას, მაგრამ თუ ეს ამბავი მართალია და ისინიც თავისუფლდებიან ვინც ყიჟინით დააკავეს და ახალიც არაფერი ვიცით, ეს ჯერ გამოძიებას მიმართეთ რიტორიკა ძალიან სამარცხვინოა“ – წერს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდათ.