ამბასადორიალზე მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე, თანამდებობაზე რჩება.
“გეგეშიძე რჩება თანამდებობაზე. მან გააკეთა განმარტებები. ჩვენ ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ელჩს მეტი წინდახედულება მართებს, როდესაც ასეთი ტიპი კომუნიკაცია ხდება, თუმცა თემატურად იყო საკითხი ამოწურული”. – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამბასადორიალზე იმყოფებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძეც. ინტერვიუსთან დაკავშირებით გეგეშიძემ განაცხადა, რომ მედიის მიერ მისი განცხადებების ინტერპრეტაცია მიუღებელი იყო.
“ის ინტერპრეტაციები, რაც მიეცა ზოგადად, მედიაში, საზოგადოებაში, ამ ამბავთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ეს ჩემთვის იყო ასე ვთქვათ, უცნაური და მიუღებელი”. – აღნიშნა გეგეშიძემ.
შეგახსენებთ, ერთ-ერთ ინტერვიუში გეგეშიძემ თქვა, რომ მმართველ გუნდში პრორუსული ძალები არსებობენ, და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ამ საკითხის მიმართ პლურალისტური მიდგომა არსებობს.