როგორც ტელეკომპანია „პირველი“ ავრცელებს, პრეზიდენტის მიერ ნახსენები მისი ოჯახის წევრის სახლში ჩატარებული ჩხრეკა მარგველაშვილის სიძეს უკავშირდება: ჩხრეკა პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილისა და მისი ქმრის, გიგი ჩიჩუას სახლში ჩატარდა მას შედეგ, რაც ჩიჩუა ქუჩაში გააჩერეს.
ასევე, “ტვ პირველის” ინფორმაციით, პრეზიდენტი თავის ამ განცხადებაში გულისხმობდა, მისი მეორე სიძის, მინდია გოგოჭურის ჩხრეკის ფაქტს. მინდია გოგოჭური, მაკა ჩიჩუას ქალშვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გოგოჭური ჯერ ქუჩაში გაჩხრიკეს და ამის შემდეგ უკვე პრეზიდენტის შვილის სახლიც გაიჩხრიკა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად ვისზე საუბრობდა. “გააჩერეს ქუჩაში და შემდეგ მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე, იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა. ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ იყო. იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.