ჯანდაცვა

ზაფხულში წონის დაგდების ეფექტური მეთოდი

ზედმეტი წონის დაკლება ფიზიკურ აქტივობასა და ზომიერად კვებაზე ყოველთვის არ არის დამოკიდებული. ზედმეტი წონის მიზეზი შესაძლოა, ნივთიერებათა ცვლა და ჰორმონალური დარღვევები იყოს. ასეთ შემთხვევაში მეტაბოლური დიეტა აუცილებლად მოგცემთ შედეგს.

რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:

 

– საკვები მოამზადეთ ღუმელში (გრილში)… არ შეწვათ!

– შეზღუდეთ მარილის, შაქრის, კონსერვირებული პროდუქტების მიღება და უარი თქვით ნახევარფაბრიკატებზე;

– ხორცი მიიღეთ მხოლოდ უცხიმო და დღეში მხოლოდ ერთხელ;

– რაციონში უნდა შევიდეს მარცვლეული, ბოსტნეული, სასარგებლო ბურღულეული, ხაჭო და ხილი.

– სამხარზე შეგიძლიათ, მიირთვათ თხილეული და ჩირეული;

– საკვები უნდა მიიღოთ დღეში 5-ჯერ, 2-3 საათიანი შუალედით. ულუფის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 გრამს;

– საკვები მიიღეთ აუჩქარებლად;

– დღეში მიიღეთ 2 ლიტრი წყალი;

– სასურველია, დაკავდეთ სპორტით.

 

წარმოგიდგენთ მარტივ  ცხრილს, სადაც, კალორიების ნაცვლად, პროდუქტებს მინიჭებული აქვს ქულები. შეეცადეთ, ცხრილი მუდმივად ხელთ გქონდეთ, სანამ სწორ კვებას მიეჩვევით:

01

ახლა კი იმის შესახებ, როდის რა ქულის პროდუქტი უნდა მიირთვათ (შეგახსენებთ, რომ ერთ კვებაზე ულუფის რაოდენობა 300 გრამს არ უნდა აღემატებოდეს):

დიეტა სამ ეტაპად იყოფა და გათვლილია 8 კვირაზე, მაგრამ მისი ხანგრძლივობა ნუ შეგაშინებთ, რადგან  ყოველ ეტაპზე  მრავალფეროვან მენიუს გთავაზობთ. დიეტის დროს სასურველია ფეხით სიარული (10 ათასი ნაბიჯის გავლა ან ნახევარსაათიანი სპორტული ვარჯიში – 3-5-ჯერ კვირაში).

 

პირველი ეტაპი

პირველ ეტაპზე ცხიმის აქტიურად წვა მიმდინარეობს. ხანგრძლივობა: 8-14 დღე. ამ პერიოდში უნდა იკვებოთ იმ პროდუქტებით, რომლებსაც ცხრილში 0 ქულა აქვს მინიჭებული. სალათებში შეგიძლიათ დაუმატოთ ზეითუნის ზეთი (1 სუფრის კოვზი).

 

მეორე ეტაპი

მეორე ეტაპი მიმართულია სტაბილურად წონის კლებაზე ჯანმრთელობის დაუზიანებლად. ეს ეტაპი შესაძლოა, იმდენ ხანს გააგრძელოთ, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევთ. დღის განმავლობაში იკვებეთ 5-ჯერ, კვებებს შორის 2-3-საათიანი შუალედით და იმ პროდუქტებით, რომლებსაც ცხრილში შემდეგი ქულები აქვს მინიჭებული;

საუზმე  08:00 – 10:00 საათზე – 4  ქულა;

ლანჩი 11:00 – 12:00 საათზე – 2 ქულა;

სადილი – 14:00 – 15:00 საათზე – 2 ქულა;

სამხარი – 16:00 – 18:00 საათზე -1 ქულა;

ვახშამი – 19:00 – 20:00 საათზე – 0 ქულა (ვახშამზე აუცილებლად მიიღეთ ცილოვანი საკვები, რათა ორგანიზმმა ძილის პროცესში აქტიურად დაწვას ცხიმები).

 

მესამე ეტაპი

მესამე ეტაპი შედეგის გამყარებას გულისხმობს და შეგიძლიათ, მთელი ცხოვრება განაგრძოთ, ხოლო თუკი მას ისე განიხილავთ, როგორც დიეტიდან გამოსვლას, მაშინ 2 კვირა გააგრძელეთ. პირველი შვიდი დღე ყოველ კვებაზე (ვახშმის გარდა) 1 ქულას უმატებთ.1 კვირის შემდეგ შეგიძლიათ, კიდევ თითო ქულა მოუმატოთ, სანამ თქვენი წონა არ დასტაბილურდება. თუკი შენიშნავთ, რომ წონაში კლება არ ხდება, მომატებული თითო ქულა კვლავ მოაკელით.

საუზმე  08:00 – 10:00 საათზე – 5-6  ქულა;

ლანჩი 11:00 – 12:00 საათზე – 3-4 ქულა

სადილი – 14:00 – 15:00 საათზე 3-4 ქულა

სამხარი – 16:00 – 18:00 საათზე – 2-3 ქულა

ვახშამი – 19:00 – 20:00 საათზე – 0 ქულა.

 

თუ ამ წესებს გულდასმით დაიცავთ, 2 კვირაში 10 კილოს დაკლებას შეძლებთ, შემდეგი კლების პროცესი კი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

 

წყარო: funtime.ge

იტვირთბა....