ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო ინფორმაციით, რა მდგომარეობაში არიან ქუთაისში ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტები

 

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

ავარიის დროს დაშავებული მორაგბეები, გიორგი ლომინაძე მეუღლით და მორგაბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებიან. პალატაში რჩება მერაბ კვირიკაშვილიც, პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის.

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები, 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ.

იტვირთბა....