ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელმაც გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად რამდენიმე თვის წინ სოციალური კამპანია წამოიწყო, ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ესე მართლა აღარ შეიძლება უკვე. ამ დამპალი ფსიქოტროპული ტაბლეტების გამო ამ დილასაც ძლივს გადარჩა 20 წლის ბიჭი. ძალიან ბევრი გარდაიცვალა და უფრო მეტი ნორმალურად ვეღარ აზროვნებს.
ვაშლზე ადვილად შეგიძლია იყიდო გრიმოდინი, ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი ქსანაქსი, ციკლადოლი და კიდევ ბევრნაირი ძაან საშიში წამალი.
ეს დებილსახა პოლიციელები ამ ბოსელ აფთიაქებში კი არ შედიან და მეპატრონეს კი არ იჭერენ, გამოსასვლელთან დგანან და ამ უტვინო 15 დან 25 წლამდე ბიჭებს იჭერენ, ტაბლეტებით ხელში.
კანონი კრძალავს მაგრამ მაინც არავინ არ იჭერს ამ გათახსირებულ ფარმაცევტებს და მეპატრონეებს. თუ არ იცით სად ხდება ეს, მოდით და მე გაჩვენებთ 30-ზე მეტ აფთიაქს სადაც ესე კანფეტივით ურეცეპტოდ იყიდება ეს წამლები.
მარტო ჩემი ნაცნობი 4 ბიჭი მოკვდა 16 დან 22 წლამდე. დადექით ნებისმიერი საავადმყოფოს მიმღებში და საათში ერთხელ მოჰყავთ გათიშული ბიჭიც და გოგოც. ამ დილას გეუბნებით ჩემს თვალწინ კვდებოდა.
ამ ბავშვებს ნუ დააბრალებთ ამ ყველაფერს, არც იციან რას აკეთებენ. ამ დამპალ აფთიაქებში რომ შეხვალთ თაროებზევე ალაგია წყლიანი ბოთლები, იქვე რომ ჩაყლაპონ და კართან მდგარმა პოლიციამ რომ არ დაიჭიროს. პასუხი რომ მოვთხოვე აფთიაქარს, ასე მითხრა ციხეში ვინ ჩაჯდება მაგასაც გაჩვენებო.
დროზე მიხედეთ სანამ ყველა არ დაწყვეტილა, ჭჯუიდან გადასულა და დაბრმავებულა.
თაობის იმედი რომ გაქვთ, ქვეყანა ვინც უნდა ააშენოს, აფთიაქები ხოცავენ.
იქნებ ნახოს ეს პოსტი ვინმემ ვისაც ხელი მიუწვდება ამ ამბავზე. ზოგიერთმა უტვინო ჟურნალისტმა კიდევ მომღერლების ტრაკებზე ბეწვების თვლას, ცოტა სერიოზულად მიხედოს სერიოზულ საქმეებს ქვეყანაში!”, – წერს აკა სინჯიკაშვილი.