მოდელი მანიკა ასათიანის მეუღლე, კალათბურთელი ბექა წივწივაძე სოციალურ ქსელში წერს:
“დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, მადლობა თბილი სიტყვებისთვის! მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ამდენი კარგი და კეთილი ადამიანები არსებობენ!
აუცილებლად დავბრუნდები ბევრად ძლიერი და დავუმტკიცებ პირველ რიგში ჩემ თავს და მერე სხვებს, რომ გაცილებით ბევრი შემიძლია და კიდევ ბევრჯერ ვასახელებ ჩემ ქვეყანას”!!! – წერს ბექა წივწივაძე.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.