არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრას გეგმავენ.
საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ.
ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მოსამართლეებთანაც აპირებენ შეხვედრას. სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს სამართალდამცველებს, დროულად დაიკითხოს პაპუაშვილი და დაიწყოს ამ ფაქტის შესწავლა.
„ხორციელდებოდა პირადი ცხოვრებით შანტაჟი კონკრეტული მოსამართლის მიმართ იმ მიზნით, რომ კონკრეტულ რეზონანსულ საქმეებზე მიღებული ყოფილიყო ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება, ან მომხდარიყო კონკრეტული საქმის გაჭიანურება. ეს არის ძალიან სერიოზული განცხადება, ეს შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, იმიტომ რომ ეს არის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე,“- განაცხადა საია-ს იურისტმა გიორგი გოცირიძემ.
იტვირთბა....