ჯანდაცვა

სუხიშვილების 9-დღიანი ახალი დიეტა: მოცეკვავეების სილამაზის ნამდვილი საიდუმლო

ყველასთვის ცნობილია ულამაზესი მოცეკვავეების, სუხიშვილების დიეტა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მათ აქვთ ორი, წინა და ახალი თაობის დიეტა.

წინა თაობას 9-დღიანი დიეტა ჰქონდა:

სამი დღის მანძილზე, დღეში ნახევარ კილო არაჟანს მიირთმევთ და  ერთ ლიტრ მინერალურ წყალს ამატებთ. იმიტომ, რომ ცხიმი ჩაკირული ცხიმების მტერია და მათ დაძვრას უწყობს ხელს.

შემდეგი სამი დღე- დღეში კილონახევარი ბოსტნეული და მინერალური წყალი. ბოსტნეულიდან კარტოფილი უნდა ამოიღოთ. დანარჩენი დაშვებულია.

შემდეგი სამი დღე- დღეში კილონახევარი ნებისმიერი ხილი, ბანანის, ყურძნის და ლეღვის გარდა. ისევ ლიტრი მინერალური წყალი.

7 კილო გარანტირებულია 9 დღეში.

ახალი თაობის დიეტა კი უფრო მარტივი და ერთ დღიანია:

ერთი დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ ნახევარი კილო მაწონი, რომელსაც ნაღებს მოხსნით, დაამატოთ ერთი სუფრის კოვზი არაყი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ერთ სუფრის კოვზი ხსნადი ყავა. ეს მთელი დღის მანძილზე უნდა მიიღოთ. კვირაში ერთი დღე ამ დიეტის დაცვა ორგანიზმის გაწმენდას და წონის კლებას უწყობს ხელს.

იტვირთბა....