25 ივლისს, 11 საათიდან ქუთაისის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ იწყებს წყლისა და კანალიზაციის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
თბილისის მერიის ცნობით, დაგეგმილი კაპიტალური სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 ივლისიდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ქუთაისის ქუჩა გადაიკეტება და დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები:
N51 ავტობუსი წერეთლის გამზირიდან ჩაუხვევს ცაბაძის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ავა ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე და გზას განაგრძობს დადგენილი სქემით.
მიკროავტობუსები კი, ქუთაისის ქუჩის ნაცვლად, წერეთლის გაზირიდან მოუხვევენ გვეტაძის ქუჩაზე და აგლაძის ქუჩიდან გადავლენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე.
რაც შეეხება ვახუშტის ხიდიდან აგლაძის ქუჩისაკენ მოძრავ მიკროავტობუსებს, ჩავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ხოშარაულის ქუჩის გავლით მოხვდებიან აგლაძის ქუჩაზე.