ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მიუნხენში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გერმანია იარაღზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს

მიუნხენში მომხდარი თავდასხმის შემდეგ გერმანია იარაღზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. ინიციატივა ქვეყნის ვიცეკანცლერმა წამოაყენა. ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, მიუნხენში მომხდარმა თავდასხმამ, რომელიც მისივე თქმით ფსიქიურად გაუწონასწორებელმა სკოლის მოსწავლემ მოაწყო, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღზე წვდომას შეზღუდავს.

სად და როგორ მოიპოვა 18 წლის თავდამსხმელმა იარაღი და ტყვიები გამოძიებისთვის ამ დრომდე უცნობია. დავიდ სონბოლის სახლში, ძალოვანებმა გლოკის ტიპის პისტოლეტი და სამასამდე ტყვია აღმოაჩინეს.

გამოძიებას მიაჩნია, რომ სონბოლი ანდერს ბრეივიკის გავლენის ქვეშ მოექცა და თავდასხმა მიუნხენის სავაჭრო ცენტრშიც ოსლოსა და უტოიაზე მომხდარი მასობრივი მკვლელობის მეხუთე წლისთავს დაამთხვია.

 

იტვირთბა....