სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია მარტვილსა და აბაშაში მაჟორიტარობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში წარადგინა.
დანელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად 2014 წლიდან მუშაობს. მანამდე ის შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს სამეგრელოს რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.
„ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: ზუგდიდში -მერაბ ქვარია, ზუგდიდის რაიონში – ედიშერ თოლორაია, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გოგა გულორდავა, ხობში – გოდერძი ბუკია, სენაკში – ირაკლი ბერაია, მარტვილსა და აბაშაში – ოთარ დანელია და ფოთში ირაკლი ხახუბია.