ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში ფეთულა გიულენის ოჯახის წევრი დააკავეს

 

თურქეთში ფეთულა გიულენის ოჯახის წევრი დააკავეს. სახელისუფლებო მედიის ინფრომაციით, სამართალდამცველებმა ხალის ხანჯი ქალაქ ერზურუმში დააკავეს და ანკარაში გადაიყვანეს. ძალოვანების ცნობით, ის გიულენის მარჯვენა ხელია და თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ორი დღით ადრე ჩავიდა.

შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლება სამხედრო ამბოხის ორგანიზატორად შეერთებულ შტატებში მცხოვრებ სასულიერო პირს ასახელებს, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ორი ათასამდე ორგანიზაცია დაიხურა, რომელიც გიულენის სახელთან ასოცირდება, მათ შორისაა სკოლები და მედიასაშუალებები. სამხედრო ამბოხის შემდეგ, ხელისუფლებამ პრეზიდენტის გვარდიაც დაითხოვა. თურქეთის პრემიერის განცხადებით, ამ სტრუქტურამ ნდობა დაკარგა, რადგან მისი სამასამდე მოსამსახურე სამხედრო ამბოხის მონაწილე იყო.

იტვირთბა....