ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გამოძიების ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა

თავდამსხმელს, რომელმაც მიუნჰენის სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა და ცხრა ადამიანი მოკლა, დეპრესიული სახის ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პროკურორმა ტომას შტაინკრაუს-კოხმა განაცხადა.

მისი თქმით, თავდამსხმელს ანდრეს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი, თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა კავშირზეა საუბარი.

პოლიციის ინფორმაციით, ეროვნებით ირანელმა ახალგაზრდამ თავდასხმამდე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ყალბი გვერდები შექმნა და მოქალაქეები, გოგოების სახელით, „მაკდონალდსში“ დაპატიჟა.

ამასთან, მიუნჰენში მომხდარ სროლაში ბრალდებულის დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი არ დადასტურდა.

იტვირთბა....