მიუნხენში განხორციელებული მასობრივი სროლის ავტორს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი. თუმცა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რა კავშირზეა საუბარი.
გერმანიის პოლიციის განცხადებით “მკვლელს ჰქონდა აშკარა ბმა ნორვეგიელ მასობრივ მკვლელთან, ანდერს ბრეივიკთან”.
შეგახსენებთ, მიუნხენში სავაჭრო ცენტრთან გუშინ განხორციელებული მასობრივი სროლის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა.
უკვე ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც. BBC-ის ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ეროვნებით ირანელმა, ალი დევიდ სონბოლიმ გახსნა. ის გერმანიის მოქალაქეა და ბოლო ორი წლის განმავლობაში მიუნხენში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.