ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მიუნხენში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, მიუნხენის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმელები ჯერ არ დაუკავებიათ და კვლავ გაქცეულები არიან. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ  მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

საავჭრო ცენტრში სროლის გამო ქალაქში მუშაობა შეაჩერა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა. ევაკუირებულია მიუნხენის ცენტრალური სადგური.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

“გერმანიის ქალაქ მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ ცხელი ხაზის ნომერს +491 62 88 55 303. მოვუწოდებთ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას”. – წერია უწყების განცხადებაში.

 

იტვირთბა....