ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გიულენის გადაცემის საკითხზე აშშ მზად არის თურქულ მხარესთან ითანამშრომლოს

თურქული მედიის ინფორმაციით, ფეთჰულა გიულენის გადაცემის  საკითხზე აშშ მზად არის თურქულ მხარესთან ითანამშრომლოს, – ამ თემაზე ჯო ბაიდენმა და თურქეთის პრემიერმა ტელეფონით ილაპარაკეს.

როგორც თურქული მედია ავრცელებს, სატელეფონო საუბრის დროს  ბინალი ილდირიმმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ თურქულმა მხარემ ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე გადაუგზავნა ამერიკულ მხარეს და დადებით პასუხს ელოდება.

ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ  ამ საკითხში თანამშრომლობისთვის მზად არის, მაგრამ გადაწყვეტილება გიულენის გადაცემის თაობაზე სასამართლომ უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი  სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში  გიულენს  ადანაშაულებს და ვაშინგტონს მის გაადაცემას სთხოვს.

იტვირთბა....