ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერდოღანი სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობას არ გამორიცხავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სახელმწიფო გადატრიალების მორიგ მცდელობას არ გამორიცხავს , – ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სააგენტო REUTERS-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახალი გადატრიალების მოწყობა მარტივი არ იქნება, რადგან დღეს თურქეთი საფრთხეებისთვის უკეთ მომზადებულია.

ინტერვიუში პრეზიდენტი ასევე შეეხო დაზვერვის უწყებების არაეფექტურ მუშაობას და შეიარაღებული ძალების რესტრუქტურიზაციისა და შემადგენლობის განახლების პირობა დადო.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ამბოხების ორგანიზებაში კვლავ ამერიკაში მცხოვრები სასულიერო პირი ფეთჰულა გიულენი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის მოძრაობას ხელისუფლება სხვა ტერორისტული ორგანიზაციების მსგავსად მოეპყრობა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო.

იტვირთბა....