ტელეწამყანი მანიკა ასათიანი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“დილიდან საშინელ კომენტარებს ვკითხულობ ბექაზე და ჩემ ოჯახზე. ბექას არც კაცი მოუკლავს, არც ბარიგაა და არც ვინმესთვის მიუყენებია ზიანი თავისი თავის გარდა (თუ არ ჩავთვლით ოჯახის და მეგობრბის ნერვიულობას). რა შეცდომაც დაუშვა და დააშავა ამაზე უკვე საკმარისად აგო პასუხი და ბოდიშიც მოიხადა. ასე რომ, მოგმართავთ გაბოროტებულ ადამიანებს, მარტო სხვისი ცუდით, რომ ხარობთ თქვენ ცხოვრებას მიხედეთ და იცხოვრეთ მშვიდად! ცოტა ნაკლებად მეიმედება რამე ეშველოს იმ ბრბოს, რომელთა გასართობი საშუალება მხოლოდ სოციალურ ქსელში ვინმეს გაკრიტიკებაა, მაგრამ გთხოვთ, რაც რეალობაა იმაზე რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ და წერეთ, კუდის მობმა არაა საჭირო.
P.S. ჩემო ნამდვილო მეგობრებო მეც და ბექაც კარგად ვართ. არ ინერვიულოთ”, – წერს მანიკა ასათიანი.
შეგახსენებთ, რომ კალათბურთელი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადატანის ბრალდებით, რამდენიმე დღის წინ აიყვანეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.