ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთმა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედება შეაჩერა

თურქეთი დროებით შეაჩერებს თავის ვალდებულებებს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის პრინციპების შესრულებასთან დაკავშირებით, – აღნიშნულის შესახებ გამოცემა Hurriyet-ის ცნობით, თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნურმან ქურთულმუშმა განაცხადა.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება თურქეთმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღო. დღეს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა თურქეთში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთანავე, ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვაზე არანაირად არ აისახება.

„საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთმაც გამოაცხადა და მანაც შეაჩერა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მოქმედება. თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კონვენციის წინააღმდეგ მიმართული არ არის“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ქურთულმუშმა.

იტვირთბა....