aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

კალათბურთელი ბექა წივწივაძე დააკავეს და გირაო შეუფარდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

შსს ბექა წივწივაძის დაკავებას არ ადასტურებს, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით დააკავეს და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბექა წივწივაძეს ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა. კალათბურთელი ბექა წივწივაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ დააკავეს.

„მეტრონომის“ სანდო წყაროს ინფორმაციით, წივწივაძის დაკავება ნამდვილად მოხდა და სასამართლოს წესით მას გირაო შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ კალათბურთის ფედერაცია ადასტურებს,  ბექა წივწივაძე სლოვენიაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად არ იმყოფება

ბექა წივწივაძე მოდელის და „იმედის დილის“ წამყვანის  მანიკა ასათიანი მეუღლეა.

იტვირთბა....