რუსუდან კერვალიშვილი ცენტრ პოინტის საქმის გააქტიურებას მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირებს. მისი თქმით სასამართლოსთან თანამშრომლობა 2013 წლიდან მიმდინარეობს, ბოლო პერიოდში პროკურატურის განსაკუთრებული დაინტერესება კი წინასაარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული.
რუსუდან კერვალიშვილი მენაშენეთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად საპატიმრო სასჯელისთვისაც მზადაა.
„აყვანის ოპერაცია იყო ძალიან ბოროტად განხორციელებული. არასწორად და უნიჭოდ განხორციელებული სპექტაკლი, მათ განახორციელეს ის, რაც მათ უთხრეს და ეს იყო დაკვეთა. ქვეყნიდან არასოდეს არც ერთი თეთრი არ გაგვიტანია, არ გავსულვარ ქვეყნიდან. მე ყველაფრისთვის მზად ვარ და მე გავწირე ჩემი და იმ კატორღისთვის, რომელშიც დღეს იმყოფება. განაგრძობს ყოფნას, მისთვის მდგომარეობა არ გაუარესებულა. მაია ამ კატორღაში იმყოფება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,“ – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
მისი თქმით, მას რცხვენია როგორც ადამიანს, პოლიტიკოსს, დედას და მოქალაქეს.
”მე მრცხვენია იმის, რომ ამდენი ხანი ვაწუხებთ საზოგადოებას, რომ ჩვენს ოჯახთან დაკავშირებული საკითხები, დღემდე არ არის გადაწყვეტილი. მე მრცხვენია როგორც ადამიანს, პოლიტიკოსს, დედას და მოქალაქეს. მრცხვენია იმ ადამიანების, დაზარალებულებულების, რომლებთანაც არ მქონდა ნორმალური კომუნიკაცია და არ მქონდა საშუალება გამომეხატა მათ მიმართ ის დამოკიდებულება, რასაც მათ წინაშე განვიცდი”, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ „ცენტრ პოინტის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს. მათგან ერთ-ერთი, სალომე ჩარკვიანი გაათავისუფლეს.