ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

Boeing საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის ნაწილებით ინტერესდება

 

თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტს საქართველოში ისრაელის კომპანია Elbit Systems – Cyclone Ltd.-ი განახორციელებს. ქარხნის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა როგორც “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელის მოადგილემ, ნათია თურნავამ “ბიზნესკონტრაქტს” განუცხადა, საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის ნაწილების შეძენით ინტერესი უკვე გამოხატა Boeing-მა.

,,ჩვენი შეთანხმების თანახმად, ქარხანამ ფუნქციონირება 2018 წლის დასაწყისში უნდა დაიწყოს და ამ დროს არ გადასცილდება, რადგან უკვე გამოთქვა სხვადასხვა მსხვილმა შემკვეთმა ინტერესი, მათ შორის Boeing-მა, რომ კონკრეტულად საქართველოში ნაწარმოები დეტალები შეიძინოს”, – აცხადებს თურნავა.

მისი თქმით, თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტირება უკვე დასრულებულია და ამ დროისთვის მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია Elbit Systems – Cyclone -თან ერთად სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა. საწარმოში შექმნილი პროდუქციის მომხმარებლები ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები იქნებიან, როგორებიცაა: Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

იტვირთბა....