ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

თვალთვალი, შანტაჟი, ზეწოლა: ვინ და რატომ აშანტაჟებს მოსამართლეებს

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ სასამართლოს მოსამართლეებზე და მათ ახლობლებზე ზეწოლა, თვალთვალი და მუქარა მიმდინარეობს.

“ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე რაც გამოიხატება მათ ფარულ თავლთვალში, მათი ოჯახის წევრებისა და მათი ახლო ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროვებაში. ასევე დაშანტაჟებაში, რომ მათი ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით და მათ პირად ინფორმაციას გაასაჯაროვებენ. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებთან, რომელიც ამჟამად განიხილება სასამართლოში. მიმართულია იმისკენ რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ მათ სასარგებლოდ, ან გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი”. – განაცხადა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მისი განაცხადის მთავარი მიზანია აღიკვეთოს ის ფაქტები რასაც აქვს ადგილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმალურ რეჟიმში გააგრძელოს საქმიანობა.

იტვირთბა....