ინციდენტი თბილისში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქინძმარაულის ქუჩაზე მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე.
შსს-ს ინფორმაციით, ბავშვი ექიმებმა დაათვალიერეს და მასზე ზეწოლის ნიშნები არ აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, მამაკაცმა დაკავების დროს გაქცევა სცადა და ფეხი მოიტეხა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.