მოზარდები, რომლებიც სავარაუდოდ ლეკვის წამებაში არიან ბრალდებულნი, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
როგორც ქვემო ქართლის შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაცით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ 16 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ნაწამები ლეკვის ფოტო. „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის” ინფორმაციით, „ვეტერინარების თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად ლეკვი მოკვდა”.