ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მემარცხენე ალიანსმა” რეგისტრაციისთვის ცესკო-ში ხელმოწერები წარადგინა

პოლიტიკურმა პარტიამ, „მემარცხენე ალიანსმა”, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაციისთვის 28 000-მდე ხელმოწერა წარადგინა.

პოლიტიკური პარტიის მდივანმა, პაატა ჯიბლაძემ მედიასთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:

„რეგისტრაციის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება, რომ სრულყოფილი საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნებისათვის და ამავე დროს ჩვენ გვინდა ვუთხრათ ამომრჩევლებს, რომ დიდი ილიას დევიზი – “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს” აუცილებლად შესრულდება პარლამენტში,“ – განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.

იტვირთბა....