https://www.youtube.com/watch?v=mCBwUn6Uud8
საქართველოს ექს-პრეზიდენტს, ამჟამად ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში, უნივერსიტეტში გამართული შეხვედრისას მოქმედი ანარქისტები დაუპირისპირდნენ, -ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“სააკაშვილი ევროპაში დღემდე გმირი გონიათ. იმიტომ, რომ მასზე იმ ინფორმაციის მეტი, რაც მის დროს ვრცელდებოდა, არ შემოდის ევროპისათვის გასაგებ ენაზე. ჩვენ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის პერიოდის კვლევამ მოგვიწია ქართველი ჟურნალისტის, ეკატერინე ლემონჯავას პოლონური წიგნისთვის დანართის გასაკეთებლად. ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, ვიცით, რამდენი ხალხი მოკლა, რა ტიპის რეფორმები გაატარა. სამწუხაროდ, მისი ვიზიტის შესახებ ძალიან გვიან გავიგეთ, რამაც საშუალება არ მოგვცა უფრო მასშტაბური ყოფილიყო ჩვენი პროტესტი” – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილე.
უნივერსიტეტის ფოიეში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი “სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობა”, რომელიც უნივერსიტეტის დაცვამ რამდენიმე ხანში ჩაშალა. ანარქისტები სააკაშვილს მიმართავდნენ, როგორც „ქართველ პუტინს“.