ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო ხაზზე გასვლა 70 მიკროავტობუსს აეკრძალა

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო ხაზზე გასვლა 70 მიკროავტობუსს აეკრძალა:

„კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ 20 ივლისიდან ზრდის მონიტორინგის ჯგუფებს კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფ ოთხივე ავტოპარკში. ხაზზე გამოსვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება. მონიტორინგის დღევანდელი შედეგების თანახმად, ხაზზე გასვლა აეკრძალა 70 მიკროავტობუსს. ასევე მოგახსენებთ 19 ივლისის მონიტორინგის შედეგებს, რომლის თანახმადაც გამოვლინდა 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს შეგნებულად არ რთავდა ჰაერის გამაგრილებელს. უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა შესაბამისი სანქციები და 10 დღის ვადით აეკრძალათ მიკროავტობუსებზე მუშაობა. ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....